მოასხით წვრილად დაჭრილ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ეს სოუსი და თქვენ კულინარიის ვარსკლავი ხართ!
მოასხით წვრილად დაჭრილ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ეს სოუსი და თქვენ კულინარიის ვარსკლავი ხართ!
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მეორე დღეს ეს კერძი უფრო გემრიელია, ამიტომაც იმდენი მოამზადეთ, რომ მეორე დღესაც გეყოთ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 10 ცალი
  • ქათმის ფილე - 0,5 კგ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • არაჟანი - 6 ს/კ
  • მწვანე ხახვი - რამდენიმე ღერი
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გარეცხეთ კარტოფილი კარგად და მოხარშეთ კანიანად 10 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გაფცქვენით.

ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 5X5-ზე სმ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ შეწვით ტაფაზე, სანამ არ დაიბრაწება.

შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი და ხორცი ერთმანეთში, გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე.

კვერცხი ათქვიფეთ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მოაყარეთ მარილი.

მოასხით არაჟნის სოუსი კარტოფილსა და ქათმის ფილეს და შედგით ღუმელში 20 წუთით 180 გრადუსზე.

ტეგები:
კარტოფილი არაჟანი ქათმის ფილე ნანახია: 12734