აკროშკა
აკროშკა
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს ცივი წვნიანი სასიამოვნო და მსუბუქი სადილია და მართლაც რომ ზედგამოჭრილია ცხელი ზაფხულისთვის. გარდა იმისა, რომ აკროშკა იოლი მოსამზადებელია, მეტად სასარგებლო კერძიც გახლავთ.

ინგრედიენტები

  • მაწონი (ან კეფირი, არაჟანი) - 500 გ
  • წყალი - 250 მლ
  • კიტრი - 2
  • კარტოფილი - 2
  • კვერცხი - 2
  • ლორი - 100 გ
  • კამა - 1 კონა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და გაფცქვენით. კიტრი გათალეთ. ყველაფერი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. მაწონი და წყალი ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ინგრედიენტები: კარტოფილი, კიტრი, კვერცხი, ლორი. დაუმატეთ დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. ოკროშკა შედგით მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით ცივი.

რჩევა

ოკროშკას შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგ. ბოლოკი, მწვანე ხახვი, არაჟანი, ძეხვი, ტკბილი წიწაკა და ა.შ. მაწვნისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა კი თავადაც შეგიძლიათ – თუ ცოტა სქელი წვნიანი გსურთ, მაშინ ნაკლებ წყალში გახსენით.