ვემზადებით ჟოლოს სეზონისთვის – პიცა შოკოლადითა და ჟოლოთი
ვემზადებით ჟოლოს სეზონისთვის – პიცა შოკოლადითა და ჟოლოთი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • დარბილებული კარაქი - 2 ს/კ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი - 1/4 ჩ/კ
  • ფქვილი - 1/4 ჭიქა
  • კაკაო - 3 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1/8 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 45 გ
  • ქოქოსის ფანტელი - 2 ს/კ
  • დაფქული ნუში - 2 ს/კ
  • ჟოლო - რამდენიც მოგესურვებათ
  • თეთრი შოკოლადი - გამდნარი, 30 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე
თავდაპირველად მოამზადეთ ბისკვიტი: კარაქს აურიეთ შაქარი, კვერცხის გული და ვანილი. დაუმატეთ ფქ ვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.
გააბრტყელეთ მრგვლად ცომი და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
ხელით ამოუწიეთ კიდეები. შედგით ღუმელში 9-10 წუთით.
გამოიღეთ მზა ბისკვიტი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ ერთი წუთით, რათა შოკოლადი გადნეს. გამოიღეთ ბისკვიტი და დანით მოასწორეთ გამდნარი შოკოლადი, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი, დაფქული ნუში და მოაწყეთ ჟოლო. მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით.