ალუბლისა და ვაშლის არომატული კომპოტი ზამთრისთვის
ალუბლისა და ვაშლის არომატული კომპოტი ზამთრისთვის
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ახალი ვაშლისა და ალუბლის კომპოტი საოცრად გემრიელი და არომატული სასმელია. ის შეგიძლიათ მიირთვათ, ახალიც, ან დახუფოთ და შეინახოთ ზამთრისთვის.

ინგრედიენტები

  • ალუბალი - 200 გ
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • ვაშლი - რაოდენობა სურვილისამებრ განსაზღვრეთ
  • ცხელი წყალი - 2 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ ალუბალი წივი წყლით და გამოკურკეთ, მაგრამ კურკები არ გადაყაროთ.

დაასხით კურკებს 2 ჭიქა ცხელი წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.

შემდეგ გაწურეთ და ნახარშში ჩაუმატეთ შაქარი, მოურიეთ და იქვე ჩაყარეთ გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი.

დადგით კომპოტი ცეცხლზე და ად უღეთ 10 წუთი. ვაშლი უნდა დარბილდეს.

შემდეგ ჩაუმატეთ კომპოტში ალუბალი, ერთი კიდევ წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

კომპოტი მზად არის. მიირთვით ახალი ან მოხუფეთ გასტერილებულ ქილებში და შეინახეთ ზამთრისთვის.

ამ წესითვე შეგიძლიათ მოამზადოთ კომპოტი ვაშლის გარეშე, მხოლოდ ალუბლით.


ტეგები:
ვაშლი ალუბალი კონსერვი ნანახია: 2813