ფუნთუშები უნაზესი კრემ "პატისიერით" – ყველაზე გემრიელი ჩაის სმისთვის!
ფუნთუშები უნაზესი კრემ "პატისიერით" – ყველაზე გემრიელი ჩაის სმისთვის!
დრო 2წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ფქვილი - 380 გ
  • მშრალი საფუარი - 5 გ, ან ნედლი -15გ
  • შაქარი - 75 გ
  • მწიკვი მარილი
  • რძის ფხვნილი - ან ყავის ნაღების ფხვნილი 15 გ
  • გამდნარი კარაქი - 40 გ
  • კვერცხი 1
  • რძე - 200 მლ
  • კრემი:
  • რძე - 350 მლ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • სახამებელი - 2 ს/კ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ვანილი 1 შეკვრა
  • დარბილებული კარაქი - 40 გ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი, შაქრი და სულ ცოტა ფქვილი. დადგით თბილ ადგილას. როცა მასა გაფუვდება (გაიკეთებს ბუშტუკებს), დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი.

ცალკე ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, რძის ან ნაღების ფხვნილი, მარილი და შეურიეთ საფუვრიან მასას თანდათანობით. მოზილეთ ცომი. დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი და კვლავ მოზილეთ.

უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი, მაგრამ ფქვილი არ დაუმატოთ. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 2 საათით.

მოამზადეთ კრემი:
თბილ რძეში გახსენით სახამებელი, დაუმატეთ კვერცხის გული, შაქარი, ვანილი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შეუჩერებლად ურიეთ იქამდე, სანამ კრემი არ გასქელდება. გააგრილეთ და დაუმატეთ კარაქი. ათქვიფეთ.

გადაიტანეთ გაფუებული ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გაყავით ცომი 15 ნაწილად.

გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 12-15 სმ-იან ოვალებად. დადეთ ოვალის კიდეზე (3 სმ-ით დაშორებით) კრემი. (იხ.ფოტო)

დაფარეთ კრემი ცომი და კარგად შეაწებეთ. მეორე კიდისკენ დარჩენილი ცომი ჩაჭერით 1 სმ ზოლებად და თითოეული ლამაზად შემოახვიეთ ფუნთუშას. (იხ.ფოტო)

დაალაგეთ ფუნთუშები ფოლგადაფენილ ლითონის ფირფიტაზე და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ წაუსვით ფუნთუშებს კვერცხის გული.

აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ არ დაიბრაწება.

მზა ფუნთუშებს გადააფარეთ ჩაიას ტილო და გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ტეგები:
ფუნთუშა კრემი ნანახია: 10139