მომზადების წესი:გარეცხეთ მარწყვი, მოაცალეთ ყუნწები. ერთი მუჭა კენკრა გადადეთ ცალკე (ის მოსართავად დაგვჭირდება), დანარჩენი დაჭერით და შეურიეთ შაქარს.ნაღები ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე, თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრა, მარილი და ვანილის შაქარი.ფორმაში ჩააფინეთ ცელოფანი ან პერგამენტი. ფხვიერი ნამცხვრის ნახევარი დაალაგეთ ფორმაზე 1 ფენად, რომელზეც გაანაწილებთ დაჭრილი და შაქარშერეული მარწყვის 1/3 –დს. დაადეთ სქლად ნაღები, ზემოდან დაალაგეთ ნამცხვრის 1 ფენა, შემდეგ მარწყვი და ისევ ნაღები. ზემოდან მორთეთ მარწყვით. ტორტის გვერდებს წაუსვით დარჩენილი ნაღების კრემი.მოათავსეთ დესერტი მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.