მომზადების წესი:გარეცხეთ მარწყვი, ფრთხილად მოაცალეთ ყუნწები, დაჭერით. გადაიტანეთ ჯამში და მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ შაქარი და გააჩერეთ 25-30 წუთი.დაალბეთ ჟელატინი 10 წუთი ცივ წყალში. შემდეგ გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. თანდათან ჩაასხით შამპანური, ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა. როცა ჟელე გამაგრებას დაიწყებს, დაუმატეთ მომზადებული მარწყვი.მარწყვიანი ჟელე თანაბრად გაანაწილეთ ბოკლებში და მოათავსეთ მაცივარში, რათა ბოლომდე გამაგრდეს. სუფასთან მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.