1 ც კვერცხი და 2 კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად ცეცხლგამძლე ჯამში, ჩაუმატეთ ფქვილი და სახამებელი და კარგად ათქვიფეთ. რძეში ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, დადგით გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ისე, რომ განუწყვეტლივ ურიოთ, დაუმატეთ კვერცხის მასას. დადგით ჯამი წყლის აბაზანაზე (ქვაბში წყალი 1/3-ით აავსეთ და ნელა ადუღეთ) ურიეთ დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, სანამ კრემი არ გასქელდება. ურიეთ შეუჩერებლად, რათა კვერცხი არ აიჭრას. მომზადებული კრემი გაატარეთ საცერში, მოათავსეთ ჯამში, მჭიდროდ გადააფარეთ ცელოფანი, ისე, რომ კრემის ზედაპირს ეხებოდეს და ასე გააცივეთ.