ამ რეცეპტით პიცას ხშირად გამოაცხობთ ხოლმე, რადგან ის სახელდახელოდ მზადდება და უგემრიელესია
ამ რეცეპტით პიცას ხშირად გამოაცხობთ ხოლმე, რადგან ის სახელდახელოდ მზადდება და უგემრიელესია
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე
შეინახე რეცეპტი
პიცის ეს რეცეპტი ბევრ მშობელს მოეწონება, რადგან ის ხაჭოსგან მზადდება და შესაბამისად გემრიელთან ერთად სასარგებლოც არის.

ინგრედიენტები

  • თბილი რძე - 250 მლ
  • თბილი წყალი - 100 მლ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • მშრალი საფუარი - 10 გ
  • გამდნარი კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 350-400 გ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • ხაჭო - 250 გ
  • მწვანე ხახვი და კამა - თითო კონა
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ
  • მოხარშული ქათმის ფილე - 250 გ
  • მანის ბურღული - 1 ს/კ
  • პილპილი - 1/4 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაიწყეთ პიცის მომზადება ცომით. ამისათვის დიდ ჯამში აურიეთ 1/2 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ შაქარი და საფუარი. შემდეგ გააჩერეთ ცომი 5-10 წუთი, რათა გაფუვდეს.
ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ თბილი რძე, გამდნარი კარაქი, საფუვრიანი მასა, შაქარი და მარილი.
დადგით ცომი თბილ ადგილას 1-1,5 საათი, რათა მოიმატოს მოცულობაში 2-ჯერ.
ამის შემდეგ გადაზილეთ კვლავ ცომი და გააჩერეთ კიდევ 30-40 წუთი.
გაყავით მომზადებული ცომი 2 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული 1 სმ სისქის წრედ.
გამოსაცხობ ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გადაიტანეთ მასზე ცომი.
შემდეგ შეუდექით გულსართის მომზადებას. წვრილად დაჭერით მწვანილი და შეურიეთ ხაჭოს, შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე და დაჭერით წვრილად ქათმის ფილე.
მოაყარეთ ცომს მანის ბურღული.
გაანაწილეთ ცომზე ხაჭოს მასა, შემდეგ ქათმის ფილე და ყველი.
აცხვეთ პიცა 20-25 წუთი 200 გრადუს ტემპერატურაზე.



ტეგები:
ცომი ხაჭო ყველი ქათმის ფილე ნანახია: 63487