მომზადების წესი:კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ფირფიტებად. პომიდორი – წრეებად. მოცარელაც ან სულგუნი დაჭერით თხელ ფირფიტებად, ნიორი დაჭყლიტეთ, ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე.სანამ ღუმელი გახურდება, წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ მასში კარტოფილი და 5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. გადაუღვარეთ წყალი.ღუმელის ლითონის ფირფიტაზე გაანაწილეთ კარტოფილი, პომიდორი და მოცარელა ფენებად, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი და პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი.აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. მიირთვით ცხელ-ცხელი.