დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ეს კრემი შესანიშნავია ტორტებისა და ქაფქეიქების მოსართავად. ცოტაოდენი ფანტაზია და საკვების საღებავები და ამ კრემით ნებისმიერ დესერტს შედევრად აქცევთ.
ინგრედიენტები
- კვერცხის ცილა - 4 ცალი, თუ კვერცხი პატარაა, მაშინ 5
- შაქარი - 1 ჭიქა
- ვანილინი - 1 შეკვრა
- ლიმონმჟავა - 1/4 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ათქვიფეთ ცილა მიქსერით, დაუმატეთ შაქარი და ვანილინი და ლიმონის მჟავა.
დადგით წყლის აბაზანაზე (ის, რომ წყალი დუღდეს), და თქ ვიფეთ ბეზე 10-15 წუთის განმავლობაში. მიიღებთ ქათქათა, ფაფუკ მასას.
როცა კრემი კარგად გასქელდება, გადმოდგით ქვაბიდან და თქვიფეთ კიდევ 3-4 წუთი.
გააცივეთ კრემი და დაუმატეთ სასურველი ფერის საკვები საღებავი.