სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი დესერტი – ლიმონის არომატული პუდინგი
სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი დესერტი – ლიმონის არომატული პუდინგი
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამდნარი კარაქი - 1,5 ს/კ
  • შაქარი - 50 გ
  • 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა
  • კვერცხი 1 - (გააცალკევეთ გული და ცილა)
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • რძე - 1/3 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

1. ათქვიფეთ კარაქი შაქართან და ლიმონის ცედრასთან ერთად.

2. დაუმატეთ ნელ-ნელა ლიმონის წვენი, კვერცხის გული, ფქვილი, რძე – თქვიფეთ თითოეული ინგრედიენტის დამატებისას.

3. კვერცხის ცილა ათქვიფეთ ცალკე თეთრი, ღრუბელივით მასის მიღებამდე. ფრთხილად შეურიეთ ძირითად მასას და ურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

4. მიღებული მასა გაანაწილეთ ფორმებში, რომლებსაც შემდეგ ჩადგამთ ერთ დიდ ფორმაში, სადაც მდუღარე წყალი უნდა ჩაასხათ. წყლის დონე პუდინგიანი ფორმების შუაში უნდა ადიოდეს.

5. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.


ტეგები:
ლიმონი დესერტი პუდინგი ნანახია: 4050