სპაგეტი ბოსტნეულით, ქამა სოკოთი და სოიოს სოუსით
სპაგეტი ბოსტნეულით, ქამა სოკოთი და სოიოს სოუსით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სპაგეტი - 300 გ
  • ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ქამა სოკო, დიდი ზომის - 6 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • სოიოს სოუსი - 50 მლ
  • სასურველი მწვანილი
  • მარილი და პილპილი - გამოვნებით
  • ზეთი - მოსახრაკად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
მოხარშეთ სპაგეტი მარილწყალში.
დაჭერით ქამა სოკო და ბულგარული წიწაკა.
წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ სოკო და ბულგარული და ხრაკეთ კიდევ 3-4 წუთი.
როცა სოკო და ბულგარული დარბილდება, დაუმატეთ სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მოხარშული და გადაწურული სპაგეტი გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ მოხრაკული სოკო და ბოსტნეული და აურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.