მომზადების წესი:კარაქი ან მარგარინი გაადნეთ და გააცივეთ.ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, ვანილინი და ყველაფერი კარგად აურიეთ.ნელ-ნელა დაუმატეთ გამაფხვიერებელში არეული გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.ცომი მაგარი უნდა გამოვიდეს.გაყავით ცომი 2 არათანაბარ ნაწილად (1/3 და 2/3).ცომის პატარა ნაწილი შედეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.დიდი ნაწილი თანაბრად გაანაწილეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე. ცომის ზემოდან გაანაწილეთ მოცხარის მურაბა ან ჯემი. გამოიღეთ მაცივრიდან ცომის პატარა ნაწილი და დაახეხეთ მსხვილი სახეხით ჯემს.შედგით ღვეზელი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.