კატლეტები ბერძნულად – კეფტედესი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

კეფტედესის კატლეტებს პატარა ზომისას აკეთებენ, როგორც იტყვიან "ერთ ლუკმას". რომელი ხორცის ფარშიც გინდათ, ის გამოიყენეთ. ვაშლი და პიტნა ფარშს ძალიან სასიამოვნო არომატს ანიჭებენ.

ინგრედიენტები

  • შერეული ხორცის ფარში - 700 გ
  • თეთრი პური, ან ფუნთუშა - გული, 200 გ
  • ხმელი პიტნა - 0,5 ჩ/კ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • 2 ც კვერცხი - 1 ცალი
  • ვაშლი - 1 ცალი
  • ხახვი
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაალბეთ პურის გული რძეში. გაფცქვენით ვაშლი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაჭერით ხახვი და ოხრახუში წვრილად.
ხორცის ფარშს დაუმატეთ დამბალი პური, ვაშლი, ხახვი, ოხრახუში, პიტნა და კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ხელით კარგად აურიეთ. გააკეთეთ პატარა ბურთები. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვეთ კატლეტები ყველა მხრიდან. შემდეგ დააფარეთ თავსახური, დაუკელით გაზს და თუშეთ ასე 7 წუთის განმავლობაში.


ტეგები:
ვაშლი პიტნა ხორცის ფარში ნანახია: 16762