ლობიო ტომატით
ლობიო ტომატით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ლობიო - 2 ჭ
  • საქონლის ბულიონი - 3 ჭ
  • ტომატ-პასტა - 2-3 ს.კ
  • ხახვი - 4 თავი
  • ქინძი - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ცხიმი
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
ლობიოს დავასხათ საქონლის ბულიონი და მოვხარშოთ. სითხე რომ დაშრება, დავუმატოთ ცხელი წყალი და განვაგრძოთ ხარშვა.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, დავუმატოთ ტომატ-პასტა და 1- წუთი ვშუშოთ. როდესაც ლობიო მოიხარშება, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, მოშუშული ხახვი და ტომატ-პასტა. კერძი რომ ადუღდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ამ კერძის მომზადებისას თუ ბულიონის ნაცვლად წყალს გამოვიყენებთ, შეგვიძლია მარხვის დროსაც მივირთვათ. თუ ლობიოს მთელი ღამით წყალში დავალბობთ და ისე მოვხარშავთ, უფრო მალე მოიხარშება.
ტეგები:
სამარხვო ტომატ-პასტა ლობიო ნანახია: 14477