კვერცხი გაქენით შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ ხაჭო. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ რბილი ცომი. ის ოდნავ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტი. წაუსვით ზეთი. ხელები დაისველეთ ცივ წყალში და გააკეთეთ ცომსგან პატარა ფუნთუშები. დაალაგეთ ფირფიტაზე და შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 12 წუთში გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით ფუნთუშებს რძე კულინარიული ფუნჯის მეშვეობით. მოაყარეთ შაქარი. შედგით ისევ ღუმელში 3-5 წუთი. მიიტანეთ ფუნთუშები სუფრასთან კენკრის სიროფთან და დარიჩინთან ერთად.