მომზადების წესი:გაფცქვენით ვაშლი, ამოაცალეთ გულები, დაჭერით თხელ ნაჭრებად და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი, ნაზად ამოურიეთ.კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად.როგორც კი მასა გათეთრდება, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ჩაუმატეთ გამდნარი კარაქი, გააგრძელეთ თქვეფა მიქსერის მაღალ სიჩქარეზე. დაუმატეთ ფქვილი.უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომის 1/3-დი. დაადეთ დაჭრილი ვაშლის ნაწილი და დაასხით ცომი, შემდეგ კვლავ ვაშლი, ისევ ცომი... ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს.შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით ერთი საათი.გამოიღეთ ღვეზელი და გააგრილეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.