მომზადების წესი:ხის სოკო გავარჩიოთ და რამდენიმე საათით გავაჩეროთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და დავჭრათ. მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში ალყა-ალყა დაჭრილ ხახვთან, მწვანე ხახვთან, პრასთან და ნიორთან ერთად. დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი თითქმის დააშრება, დავუმატოთ კარაქი და 2 წუთი ვურიოთ, რომ არ მიიწვას, შემდეგ დავასხათ ღვინო, საშუალო ზომაზე დაჭრილი ქინძი, პიტნა და ტარხუნა და 3-5 წუთის შემდეგ კი ტყემალი დავუმატოთ. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და ცეცხლზე გავაჩეროთ ტყემლის მარცვლების მოხარშვამდე.