მოშუშული სოკო პამიდვრით
მოშუშული სოკო პამიდვრით
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოკო - 300 გ
  • პამიდორი - 2-3 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • კამა - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • მარილი
  • ზეთი
მომზადების წესები
სოკო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ სოკო და განვაგრძოთ შუშვა.
პომიდორს გავაცალოთ კანი, ოდნავ დავჭყლიტოთ და შევურიოთ მოშუშულ სოკოს. როდესაც პომიდორი დარბილდება და წვენსაც დაიშრობს, დავამატოთ მარილი, ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.


ამ კერძის მთავარი ხიბლი ახალი სოკოსა და მწვანილის არომატია. განსაკუთრებით უხდება ტყის ქამა სოკო. შეგვიძლია მის ნაცვლად სხვა ჯიშის სოკოც გამოვიყენოთ.


ტეგები:
ბოსტნეული სოკო პამიდორი ნანახია: 41532