ცვეტაევას ცნობილი ღვეზელი ფხვიერი, ხრაშუნა ბისკვიტით და ჟოლოს გულსართით - თითებს ჩაიკვნეტთ!
ცვეტაევას ცნობილი ღვეზელი ფხვიერი, ხრაშუნა ბისკვიტით და ჟოლოს გულსართით - თითებს ჩაიკვნეტთ!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ცომისთვის:
  • არაჟანი - 1/2 ჭიქა
  • კარაქი - 150 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • არაჟნის სოუსისთვის:
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • შაქარი - 1ჭიქა
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ჟოლო - 350 გ
მომზადების წესები
მომზადება:

ათქვიფეთ ერთად არაჟანი და შაქარი. გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ, შემდეგ კი დაუმატეთ არაჟნის მასას და კარგად აურიეთ.

დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. უნდა მიიღოთ სასიამოვნო და ელასტიკური ცომი.

აიღეთ ფორმა, გაანაწილეთ მის მთელ ზედაპირრზე ცომი, ამოუწიეთ კიდეები.

ამის შემდეგ მოამზადეთ არაჟნის სოუსი. ამისათვის კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ ფქვილი და არაჟანი. თქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცომზე გაანაწილეთ ჟოლო და მოასხით არაჟნის მასა.

შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.

გამომცხვარი ღვეზელი კარგად გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.

ტეგები:
ღვეზელი ფხვიერი ცომი ჟოლო ნანახია: 7845