სწრაფი ფხვიერი ცომი – ჩაინიშნეთ, ხშირად გამოგადგებათ!
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 150 გ
  • კარაქი - 75 გ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • ცივი წყალი - 3 ს/კ
მომზადების წესები

მომზადების წესი:

ფქვილი და მწიკვი მარილი არიეთ, დაუმატეთ ცივი კარაქი და აკეპეთ დანით ან ხელებით.

ზილეთ იმდენ ხანს, სანამ ქვიშასავით მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ს/კ ყინულიანი წყალი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ კიდევ ცოტა წყალი.

გააკეთეთ ცომისგან გუნდა, შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ 30 წუთი მაცივარში.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ნებისმიერი გულსართით. ამ ცომით გამოდის საუკეთესო ხილის ტარტები, ან მარილიანი ღვეზელები.
 

ტეგები:
ცომი ტარტი ნანახია: 243029