მაკარონის ნიჟარები ფარშით და ბეშამელის სოუსით. კერძი, რომელიც დიდსა თუ პატარას შეუყვარდება!
მაკარონის ნიჟარები ფარშით და ბეშამელის სოუსით. კერძი, რომელიც დიდსა თუ პატარას შეუყვარდება!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაკარონი - დიდი ნიჟარები, 30 ცალი
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 650 გ
  • ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • გახეხილი ყველი - 70 გ
  • მწვანე ხახვი - 4-5 ღერი
  • საქონლის ბულიონი ან წყალი - 300 მლ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • სოუსისთვის:
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • რძე - 450 მლ
  • კარაქი - 4 ს/კ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • მუსკატის კაკალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გულსართისთვის:
გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით წვრილად. მწვანე ხახვი დაჭერით წრეებად და მოხრაკეთ ორივე ზეთში, დაუმატეთ ხორცი და ხრაკეთ კიდევ 4 წუთი. ჩაასხით ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. თუშეთ 25 წუთი დაბალ ცეცხლზე.

სანამ გულსართი ითუშება, მოამზადეთ სოუსი:

გაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, ურიეთ 2 წუთის განმავლობაში. დაასხით რძე, შეანელეთ სანელებლებით და მარილით და ხარშეთ, სანამ ბეშამელის სოუსი არ გასქელდება. შეურიეთ ყველის ნახევარ და გააგრილეთ.

გამოსაცხობ ქვაბში ჩაასხით სოუსი.

ნახევრად მოხარშული მაკარონები გაავსეთ ხორცის გულსართით და ჩაალაგეთ სოუსიან ფორმაში.

შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და შედგით კიდევ 3 წუთი ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!