მომზადების წესი:ფქვილის, კვერცხი, მარილის, წყლისა და კარაქისგან მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. გააჩერეთ 15-20 წუთი ცელოფანგადაფარებული.ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ ნიგოზი, კარაი, შაქარი და დარიჩინი.გააბრტყელეთ ცომი თხელ ფირფიტად, გადაიტანეთ მასზე გულსართი და თანაბრად გაანაწილეთ.დაახვიეთ ცომი რულეტივით, შემდეგ კი ლოკოკინასავით და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაზე.აცხვეთ 180 გრადუსზე 15-25 წუთი. მზა ბარურიკს მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.