ბურეკა
ბურეკა
დრო 80წთ
ულუფა 16
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ბურეკა შუა აზიური ღვეზელია. მისი მრავალი ვერსია არსებობს როგორც ცომის, ისე შიგთავსის მხრივ. ამზადებენ ფენოვანი ან ფილოს ცომით, გულში შეიძლება ჩაუდოთ კარტოფილი, ყველი, ისპანახი, ხორცი, ბადრიჯანი. მიირთმევენ როგორც აპეტაიზერს სადილამდე. შესაძლებელია მზა ბურეკების გაყინვა, შემდეგ კი ნებისმიერ დროს უცებ შედგამთ ღუმელში და რამდენიმე წუთში მზად გექნებათ. ძალიან მოსახერხებელია წასახემსებლად პიკნიკზე, სამსახურში.
უკვე მზა ფილოს ან ფენოვანი ცომით ძალიან სწრაფად კეთდება. ამჯერად ფილოს ცომით მომზადებულ, ხრაშუნა ბურეკების რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • ფილოს ცომი - 8 ფურცელი
  • ყველი - 200 გ
  • მოხარშული კარტოფილი - 2-3ცალი
  • ზეთი ან გამდნარი კარაქი - ფენებს შუა გადასასმელად
მომზადების წესები
მოხარშული კარტოფილითა და გახეხილი ყველით მოამზადეთ შიგთავსი. შეგიძლიათ შეცვალოთ პროპორცია და თქვენი გემოვნებით, სასურველი რაოდენობით გადაურიოთ ერთმანეთში კარტოფილის პიურე და ყველი, საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მარილი, შეაზავეთ ახალდაფქული შავი პილპილით.
8 ფილოს ცომის ფურცელი გაჭერით შუაზე. თითოეული გადაკეცეთ სიგრძეზე ორჯერ, თან ფენებს შუა წაუსვით ზეთი ან გამდნარი კარაქი. დაადეთ გულსართი და დაიწყეთ სამკუთხედად გადაკეცვა, როგორც ფოტოზეა. გადაკეცვისას ნაპირები ერთმანეთს გაუთანაბრეთ.
ზემოდანაც გადაუსვით ცხიმი, მოაყარეთ თეთრი ან შავი სეზამის მარცვლები და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.