მომზადება: ბოსტნეული საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ, სალათა ხელით დავაქუცმაცოთ. ქათმის ფილე დავჭრათ მოგრძო, წვრილ ნაჭრებად და ზეთში შევბრაწოთ, დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი და წიწაკა. მზა ფახიტასი ტორტილებთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე. რჩევა შეგვიძლია ტორტილები შინ მოვამზადოთ – ამისთვის 1 ჭიქა გაცრილ სიმინდის ფქვილს დავუმატოთ 1/4 ჩ.კ. სოდა, ვამატოთ წყალი და მოვზილოთ ელასტიკური ცომი. მზა ცომი დავყოთ პატარა გუნდებად და 15 წუთით დავასვენოთ, შემდეგ თხლად გავაბრტყელოთ და ბლინებივით გამოვაცხოთ. ფახიტასს უხდება ნივრიანი და კამიანი იოგურტი ან მაწონი. ჟურნალი "გემრიელი" (მაისის ნომერი)