დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ჩაანაცვლეთ მავნებელი მაიონეზი ნაკლებკალორიული სოუსით ნატურალური იოგურტის ან არაჟნისგან.
ინგრედიენტები
- ვაშლი - მომჟაო სახეობის, 2 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 100 გ
- კვერცხი მოხარშული - 4 ცალი
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
- თეთრი ხახვი - 1 თავი
- სასურველი მწვანილი - მოსართავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ხახვს წინასწარ დაასხით მდუღარე, რათა მოკლას ზედმეტი სიმწარე.
კვერცხი, სტაფილო, ყველი და ვაშლი გახეხეთ, დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით და დაალაგეთ ფენებად, თითოეულს მოასხით იოგურტის ან არაჟნის სოუსი.
ფენების თანამიმდევრობა ასეთია:
1. ხახვი
2. ვაშლი
3. კვერცხი
4. სტაფილო
5. ყველი
სალათა მორთეთ ქორფა მწვანილით.