მომზადების წესი:საბაიონის კრემისთვის კვერცხი, ფქვილი, 4 ს/კ ცივი წყალი, ღვინო და ფორთოხლის წვენი აურიეთ ერთმანეთში ცეცხლგამძლე ჭურჭელში.დადგით ჯამი წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ მასა ხელის ზამბარით ან ელექტრო მიქსერით, სანამ ერთგვაროვანი და წელვადი მასა არ გახდება.გადმოდგით ჯამი წყლის აბაზანიდან და გააგრილეთ 20 წუთი. დაუმატეთ ჟოლოს ბრენდი.წაუსვით კარაქი კერამიკულ ან მინის ფორმას (რომელიც ცეცხლს უძლებს). ჩაალაგეთ ჟოლო.ათქვიფეთ ცივი ნაღები მკვრივი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ გაცივებულ საბაიონს და მიღებული მასა დაასხით ჟოლოს.შედგით ფორმა ძლიერად გახურებულ გრილში 3-4 წუთი, როგორც კი ზემოდან მოიბრაწება, გამორთეთ და მიიტანეთ ცხელ-ცხელი სუფრასთან.რჩევა:თუ არ გაქვთ შინ ჟოლოს ბრენდი, გამოიყენეთ კონიაკი, ან რომი.