უგემრიელესი ღვეზელი კარტოფილის ცომისა და წვნიანი გულსართისგან!
უგემრიელესი ღვეზელი კარტოფილის ცომისა და წვნიანი გულსართისგან!
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 150 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • კარაქი - 80 გ
  • საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
მომზადების წესები
მომზადება:

მოხარშეთ კარტოფილი და მოამზადეთ პიურე.

დაჭერით წვილად ხახვი და ბულგარული წიწაკა. მოხრაკეთ ზეთში რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ხორცის ფარში და მოთუშეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე პაპრიკა.

კარტოფილის პიურეს დაუმატეთ კარაქი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ზეთწასმულ 24 სმ დიამეტრიც ფორმაზე. ზემოდან გაანაწილეთ ხორცის ფარში, შემდეგ კი კანგაცილილი და დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

აცხვეთ 40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

სუფრასთან მიიტანეთ არაჟნით.


ტეგები:
კარტოფილი ღვეზელი ყველი ნანახია: 3376