ნაყინი კარამელით
ნაყინი კარამელით
დრო 360წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 3
  • შაქარი - 150 გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 250 მლ
  • ცხიმმოუხდელი რძე - 380 მლ
  • ვანილი
მომზადების წესები
რძე და ნაღები მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ვანილი.

პარალელურად, შაქარი და კვერცხის გულები გათეთრებამდე ავთქვიფოთ. რძე ნელნელა ჩავასხათ კვერცხიან მასაში და თან ვთქვიფოთ. მიღებული მასა დავაბრუნოთ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ. ნელ-ნელა მასა შესქელდება, როდესაც ბლანტი გახდება და ხის კოვზზე დაეფინება, მზადაა. გავითვალისწინოთ, რომ კრემი არ უნდა ადუღდეს, თორემ აიჭრება.

შესქელებული მასა საწურში გავატაროთ და ჩავასხათ შესაბამის ჭურჭელში. გაგრილების შემდეგ შევდგათ საყინულეში და პერიოდულად ვურიოთ. როცა ნაყინი შემაგრებას დაიწყებს, 30-40 წუთში ერთხელ ჭურჭელშივე ავთქვიფოთ (სასურველია ბლენდერის საშუალებით). ამისთვის დიდი ხანი არ არის საჭირო, რამდენიმე ადგილას ერთი-ორჯერ დაბზრიალება ეყოფა. ასე გავიმეოროთ 3-4 ჯერ. ამ გზით ნაყინი აღარ დაკრისტალდება და სპეციალური სტაბილიზატორების გარშეც შეინარჩუნებს რბილ ტექსტურას.

დაახლოებით 2-3 სათში, როცა მასა გამაგრდება, შეგვიძლია მივირთვათ. სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე წუთი ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ და მოვასხათ კარამელის სოუსი 
რეცეპტი იხილეთ ჰტტპ://წწწ.გემრიელია.გე/გე/ინდეხ.პჰპ?ოპტიონ=ცომ_რეციპეს&ვიეწ=იტემ&იდ=403&ცატიდ=58&Iტემიდ=181