მომზადება:ცომისთვის: 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა შაქარი, მარილი, კურკუმა, არაჟანი, გამდნარი კარქი და გამაფქვიერებელი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 1 საათით.გულსართისთვის: ხაჭო, 1 კვერცხი, 0,5 ჭიქა შაქარი, ვანილი და 2 ს/კ ფქვილი – ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ.გაყავით ცომი პატარა ნაწილებად, გააბარტყელეთ თითოეული, მოათავსეთ გულში ხაჭოს მასა და შეაწებეთ კიდეები, როგორც ვარენიკების გაკეთებისას. მიეცით ლიმონის ფორმა.აცხვეთ 170 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.გადმოიტენეთ გამომცხვარი ლიმონი-ორცხობილები ბადეზე და ასე გააცივეთ. ამოავლეთ ისინი ჯერ რძეში, შემდეგ შაქარში.შეგიძლიათ გააყვითლოთ რძე ცოტაოდენი კურკუმას დამატებით, ხოლო ლიმონის ყუნწი მწვანე საკვები საღებავით შეღებოთ.