
მომზადება:
ვანილი აურიეთ 130 გ შაქარში, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გამაფხვიერებელი და გაცრილი ფქვილი. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ მასას. მოზილეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთი.
ამასობაში გაფცქვენით ვაშლი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გულები.
გააკათეთ ცომისგან ძეხვი და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეული გააბრტყელეთ, შუაში ჩაუდეთ ვაშლის ნაჭერი, მოაყარეთ შაქარი და მოუკარით თავი.
დაალაგეთ ფუნთუშები ღუმელის ფირფიტაზე და წაუსვით ათქვფეილი კვერცხის გული.
აცხვეთ 20 წუთი 190 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!