მომზადების წესი:ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ, დაჭერით ზოლებად ან მსხვილ კუბიკებად.ნიორი დაკეპეთ წვრილად დანით.გარეცხეთ კამა, გააშრეთ და დაჭერით წვრილად.დამდუღრეთ ქილები და თავსახურები.მარინადისთვის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ სუფრის ძმარი, ზეთი, შაქარი და მარილი.დადგით ქვაბი ცეცხლზე და მიიყვანეთ სითხე ადუღებამდე.დაჭრილი წიწაკა პატარ-ოატარა ულუფებად ჩადეთ მარინადში და ხარშეთ 3-4 წუთი. ამოიღეთ და მაშინვე მოათავსეთ ქილებში. ფენა-ფენა მოაწყეთ ნიორი და კამა.როცა ყველა ულუფას მოხარშავთ, დარჩენილი მარინადი დაასხით წიწაკას.მოხუფეთ ქილები და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე სანამ ბოლომდე არ გაცივდება.შემდეგ შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.