დრო
60წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ყვავილოვანი კომბოსტო - 250 გ
- კარტოფილი - 1
- სტაფილო - 1
- კვერცხის გული - 1
- ხახვი - 1 თავი
- კამა - 1 კონა
- ფქვილი - 10 გ
- კარაქი - 20 გ
- წყალი - 1 ლ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესები
1 ბოსტნეული მსხვილად დავჭრათ, დავუმატოთ კამის ღერები (ფოთლები შევინახოთ), დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე.
2 ტაფაში გავადნოთ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ.
3 მოშუშულ ფქვილს დავასხათ რძე და ვურიოთ.
4 სოუსს ვურიოთ, რომ არ მიიწვას და მოდუღებამდე მივიყვანოთ, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.
5 მოხარშული ბოსტნეული ბულიონიდან ამოვიღოთ, კამის ღერები და ხახვი გადავყაროთ, დანარჩენისგან კი გავაკეთოთ პიურე და ვამატოთ ბულიონი, სანამ სასურველ კონსისტეციას არ მივიღებთ. თუ წვნიანი სქელი იქნება, დავუმატოთ წყალი.
6 ბოსტნეულის წვნიანში მოვათავსოთ სოუსი და დავდგათ ცეცხლზე.
7 როდესაც წვნიანი გაცხელდება, შევანელოთ მარილითა და პილპილით და ავადუღოთ.
8 ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.