1. ათქვიფეთ ღრმა ჯამში კვერცხი და შედედებული რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 2. სოდა ააქაფეთ ლიმონის წვენით და ჩაუმატეთ კვერცხისა და შედედებული რძის მასას. 3. დაუმატეთ მწიკვი მარილი და თანდათაონობით ფქვილი. 4. აურიეთ ყველაფერი თხელი ცომის მიღებამდე. 5. მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგამენტდაფენილ და ცხიმწასმულ ლითონის ფირფიტაზე. 6. შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. 7. ახლა შეგიძლიათ გულსართის მომზადებას შეუდგეთ. დარბილებულ კარაქს შეაზილეთ შაქრის პუდრა და კარგად ათქვიფეთ. 8. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, პატარა ულუფებით დაუმატეთ დაბალცხიმიანი ხაჭო. 9. მიღებულ ხაჭოს მასას დაუმატეთ დაჭრილი კურაგა. 10. თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს გულსართი გამომცხვარ ბისკვიტზე და დაახვიეთ რულეტივით.კარგი იქნება, თუ დესერტს რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსებთ.