აირანი
აირანი
დრო 5წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
აირანი სასიამოვნო, გამაგრილებელი და ამავე დროს, სასარგებლო სასმელია, რომელიც რძემჟავა პროდუქტის ბაზაზე მზადდება და ძირითადად აზიის ხალხებშია გავრცელებული. ჩვენ გთავაზობთ აირანის მაწონზე მომზადების მარტივ და ეფექტურ რეცეპტს, რომელიც ცხელი ზაფხულის დღეებს შეგიმსუბუქებთ.

ინგრედიენტები

  • მაწონი - 150 გ
  • წყალი - 50 მლ
  • მარილი
მომზადების წესები
ერთმანეთს შევურიოთ მაწონი და ანადუღარი, ცივი წყალი - უმჯობესია, თუ გავთქვეფთ ბლენდერში ან მიქსერით, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. დავუმატოთ დანის წვერით მარილი და შევდგათ მაცივარში. სერვირების წინ აირანს ყინულის 1-2 კუბი დავუმატოთ. შესანიშნავი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად. გავითვალისწინოთ, რომ წყალი მაწვნის რაოდენობის 1/3 უნდა იყოს, მარილის რაოდენობა კი გემოვნების მიხედვით შეგვიძლია ვარეგულიროთ.
ტეგები:
სასმელი მაწონი ნანახია: 33394