ღვეზელი ხაჭოს ცომით და მთელ-მთელი ვაშლებით
ღვეზელი ხაჭოს ცომით და მთელ-მთელი ვაშლებით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • შაქარი - 2/3 ჭიქა
  • ხაჭო - 200 გ
  • კარაქი - 250 გ
  • ფქვილი - 2,5-3 ჭიქა
  • ვაშლი - 6-7 ჭიქა
  • დარიჩინი
  • გარგრის ჩირი - ან შავი ქლიავის ჩირი 12-14 ცალი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქში აურიეთ შაქარი, დაუმატეთ ხაჭო და კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა ჩაუმატეთ გამაფხვიერებელშერეული ფქვილი და ვანილის შაქარი. მოზილეთ ცომი.

უნდა მიიღოთ ისეთი ცომი, რომ ხელებზე არ გეკვროდეთ.

შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შეინახეთ ცოტა ხნით მაცივარში.

ამასობაში გარეცხეთ ვაშლი, გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და გაჭერით შუაზე.

თითოეული ვაშლის გულში ჩადეთ გარგრის ჩირი ან შავი ქლიავის ჩირი.

ჩირი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, ან მის მაგივრად ჩადოთ ნიგოზი.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ ერთ-ერთი ნაწილი და დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე ისე, რომ კიდეები ცოტათი ამოწეული ქონდეს.

დაალაგეთ გაბრტყელებულ ცომზე ვაშლის ნაჭრები გულსართით ქვემოთ. მოაყარეთ დარიჩინი, თუ ვაშლი ძალიან მჟავეა, მოაყარეთ შაქარი.

გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და დააფარეთ ვაშლებს. კიდეები ერთმანეთზე შეაწებეთ.

ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთი.

მზა ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა. ძალიან უხდება თბილ-თბილს ვანილის ნაყინი.

ტეგები:
ვაშლი გარგრის ჩირი ხაჭოს ცომი ნანახია: 4404