საოცრად გემრიელი ატმის ღვეზელი შტრეიზელით! არ გამოტოვოთ ატმის სეზონი...
საოცრად გემრიელი ატმის ღვეზელი შტრეიზელით! არ გამოტოვოთ ატმის სეზონი...
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი - 150 გ
  • არაჟანი - 150 გ
  • გამაფხვიერებელი - 2/3 ჩ/კ
  • ვანილინი - 1/3 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • შტრეიზელისთვის:
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ატამი - 3 ცალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:

შტრეიზელისთვის (მოსაყრელისთვის) ქვაბში აურიეთ შაქარი და კარაქი. დადგით საშუალო
ცეცხლზე და ურიეთ 1-2 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გააგრძელეთ მორევა და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.

გადაიტანეთ თეფშზე და ხელით აფშვენით.

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილინი და მწიკვი მარილი. შემდეგ არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

გაფცქვენით ატამი და დაჭერით.

ცომი გადაიტანეთ დასაშლელ ფორმაში, ზემოდან დაალაგეთ ატმები, ოღონდ არ დააწვეთ, რომ ფსკერისკენ არ წავიდეს ხილი.

ზემოდან მოაყარეთ შტრეიზელი.

აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!


ტეგები:
ცომი ატამი შტრეიზელი ნანახია: 15936