კიტრი ისე გავთალოთ, რომ თანაბარი ზომის თეთრი და მწვანე ზოლები მივიღოთ. კიტრი 3-4 ადგილას, თანაბრად გავჭრათ სიგანეზე. თითოეულ ნაჭერს ჩაის კოვზის საშუალებით ამოვაცალოთ გული ისე, რომ ძირი არ დავაზიანოთ. უნდა მივიღოთ ჭიქის ფორმის ნაჭრები. გულამოცლილი კიტრის ნაჭრები ამოვავსოთ გულსართით, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და მაშინვე მივიტანოთ სუფრასთან.