ჟოლოს კრემი – სეზონის ყველაზე გემრიელი დესერტი
ჟოლოს კრემი – სეზონის ყველაზე გემრიელი დესერტი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟოლო - 400 გ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • ნაღები - 2 ჭიქა
  • ჟელატინი - 1 ს/კ
  • წყალი - 100 მლ
მომზადების წესები
მომზადების წესი:

გარჩეული და გარეცხილი ჟოლო გაატარეთ საცერში. კენკრის მასას დაუმატეთ შაქარი.

თქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. შემდეგ დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი (ნახევარი საათით ადრე დაალბეთ 100 მლ ცივ წყალში).

ცალკე ათქვიფეთ ნაღები მკვრივი მასის მიღებამდე და დაუმატეთ ჟოლოსა და ჟელატინის მასა. გაანაწილეთ ფორმებში და გააცივეთ მაცივარში.

მორთეთ ქორფა კენკრით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შაქარი ნაღები ჟოლო ნანახია: 2669