მომზადების წესი:გარეცხეთ ალუბალი და გამოკურკეთ. მაგრამ კურკები არ გადაყაროთ.დაასხით კურკებს 2 ჭიქა ცხელი ცყალი და წამოადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ.მიღებულ ნახარშს დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. ჩაყარეთ ნახარშში წინასწარ გაფცქვნილი და დაჭრილი ვაშლი.მიიყვანეთ კომპოტი ადუღებამდე და შემდეგ ადუღეთ 10 წუთი. ვაშლი უნდა დარბილდეს.შემდეგ ჩაყარეთ კომპოტში ალუბალი და კვლავ წამოადუღეთ.მორჩა, კომპოტი მზად არის. მიირთვით მაშინვე ან ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ამ წესით კომპოტი ვაშლის გარეშე, მხოლოდ ალუბლით.გემრიელად მიირთვით!