მომზადების წესი: მოზილეთ მოცემული ინგრედიენტებისგან ელასტიკური ცომი. დააგუნდავეთ, შეახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 20 წუთით. ამ დროს მოამზადეთ გულსართი. დაჭერით კიტრი კუბიკებად, სოკო და ძეხვი ჩხირებად. გახეხეთ ყველი მსხვილად. პომიდორი დაჭერთი მრგვალ ნაჭრებად. ცხარე წიწაკა - წვრილად. გააბრტყელეთ ცომი - უნდა გამოგივიდეთ ორი თხელი ფირფიტა. გაბრტყელებულ ფირფიტაზე გაანაწილეთ ხორცის ფარში. შემდეგ კიტრი, სოკო, მერე ძეხვი, ცხარე წიწაკა და პომიდორი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და გადაუსვით თხელ ფენად მაიონეზი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35-40 წუთი.