მომზადების წესი:გაქენით ხაჭო შაქართან და კვერცხთან ერთად.დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი, თანდათან შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი, რბილი ცომი. შესაძლოა ხელებზე ოდნავ გეკრობოდეთ.გაყავით ცომი 4 ნაწილად, თითოეულისგან გააკეთეთ ძეხვის ფორმა, დაახლოებით 3,5 სმ სისქის. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი იმდენი, რომ ცომის ნაჭრები დაფაროს. დაჭერით ძეხვის ფორმის ცომი და ჩაყარეთ ფრთხილად ზეთში. შეწვით სანამ კარგად არ დაიბრაწება.შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი და რომ გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.