მომზადების წესი:ბლენდერით დააქუცმაცეთ ფხვიერი ნამცხვარი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფორმაში. კარგად ჩატკეპნეთ და შედგით მაცივარში.უმჯობესია თუ ფორმა დასაშლელი იქნება.ხაჭო ათქვიფეთ არაჟანთან და შაქართან ერთად.გაფუებული ჟელატინი (1 ს/კ დაასხით 1 ჭიქა წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი) ჩაასხით გაზზე შემთბარ ნაღებში.დაუმატეთ ხაჭოს ნაღებისა და ჟელატინის მასა და დაბლენრედებული მოცხარი. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ.მოასხით ფხვიერ ნამცხვარს და შედგით მთელი ღამით მაცივარში.