დრო
45წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- საქონლის ხორცის ფარში - 500 გ
- მოხარშული ლობიო - 300 გ
- ტომატპასტა - 3 ს/კ
- ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 3-4 კბილი
- ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
- წითელი ღვინო - 100 მლ
- დაფქული ჩილი - 1 ჩ/კ
- ორეგანო (თავშავა) - 1/2 ჩ/კ
- ხმელი ქინძი - 1/2 ჩ.კ
- მარილი
მომზადების წესები
მომზადება:
ხახვი, ბულგარული წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ფარში, კოვზით ვურიოთ, როდესაც ხორცი ოდნავ ფერს შეიცვლის, დავუმატოთ ღვინო და ვხარშოთ დაახლოებით 10-15 წთ. ტომატის პასტა გავხსნათ ცოტა ანადუღარ წყალში და დავასხათ ხორცს. ცოტა ხანში დავუმატოთ სუნელები და მოხარშული
ლობიო, წამოვადუღოთ და გადმოვდათ ცეცხლიდან. შევანელოთ მარილით. ძალიან გემრიელია მოხარშულ ბრინჯთან ერთად.