ბარდა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ. ხახვი წვრილად, კარტოფილი კი კუბებად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ კარტოფილი და გადაწურული ბარდა, განვაგრძოთ შუშვა, თან ვურიოთ. შემდეგ დავასხათ ადუღებამდე მისული წყალი, ქვაბს თავზე დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ ბარდის სრულ მომზადებამდე. წვნიანი გადავიტანოთ ბლენდერში ან ხელის ბლენდერით ქვაბშივე ავთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, ბლანტი კრემ-სუპი. თუ კერძი ძალიან სქელია, შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული წყალი და გავათხელოთ. ბოლოს დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და პიტნა.