დრო
4წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი - 4 ს/კ
- წითელი ღვინის ძმარი - 2 ს/კ
- ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი - 100 მლ
- დიჟონის მდოგვი - 2 ს/კ
- მარილი და პილპილი
- ყაბაყი (ან ცუკინი) - 2 ცალი
- კარტოფილი - 200-300 გ
- სტაფილო - 5-6 ცალი
- ტკბილი წიწაკა - 3 ცალი
- ნიორი - 1 თავი
- ბადრიჯანი - 1 ცალი
- ჩერი პომიდორი - 6-7 ცალი
- ხორცის ასორტი - (ქათმის, ღორის, საქონლის, ბატკნის) 800 გ
მომზადების წესები
მომზადება
მარინადისთვის ავურიოთ ღვინო, ძმარი, მდოგვი, ზეთი, მარილი და პილპილი. ბადრიჯანი
დავჭრათ გრძელ ნაჭრებად, ცუკინი – მრგვლად. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და ერთ მხარეს ჩავჭრათ. ხორცის ნაჭრები დავჭრათ ულუფებად. მომზადებული მარინადი დაჭრილ ხორცსა და ბოსტნეულს მოვასხათ და 2-3 საათით მაცივარში დავდგათ. ბოსტნეული შევწვათ გრილზე და თან ვასხათ მარინადი. ხორცი შეგვიძლია შევწვათ გრილზე ან ღუმელში. შემწვარი ხორცი სუფრაზე ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ.
ჟურნალი "გემრიელი" (მაისის ნომერი)