სტაფილოს თბილი სალათა
სტაფილოს თბილი სალათა
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • სხვადასხვა ფერის ზეთისხილი - 1-2 ს/კ
  • ახალი ნიორი - 1 ღერი
  • ოხრახუში, ქინძი, პიტნა, ტარხუნა
  • კარაქი - 20 გ
  • ზეთისხილი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად და ოდნავ მოვშუშოთ კარაქში. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ სტაფილო და დავუმატოთ ხახვს. მაღალ ცეცხლზე რამოდენიმეჯერ ამოვურიოთ, სტაფილო
ოდნავ უნდა დარბილდეს, მაშინვე დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები და ზეთისხილი.
შევაზავოთ მარილით და პილპილით.

ჟურნალი "გემრიელი"
ტეგები:
სტაფილო ზეთისხილი ხახვი ნანახია: 4415