მოცვის ღვეზელი – დესერტი კენკრის საოცარი არომატით!
მოცვის ღვეზელი – დესერტი კენკრის საოცარი არომატით!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი 20% - 150 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კვერცხი 1
  • შაქარი - 100 გ
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • მოცვი - 2,5 ჭიქა
  • შაქარი - 3 ს/კ
  • კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 3 ს/კ
მომზადების წესები
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
შემდეგ დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ... თანდათაონობით შეაზილეთ ფქვილი, ჯერ კოვზით, შემდეგ – ხელით.
უნდა მიიღოთ რბილი და ელასტიკური ცომი.
მოაცალეთ ცომს მესამედი, ხოლო დარჩენილი 2/3-დი გააბრტყელეთ ფორმის ზომაზე.
წაუსვით ფორმას კარაქი და გადაიტანეთ ცომი ისე, რომ კიდეები მაღლა ამოუწიოთ.
მოცვს შეურიეთ სახამებელი და შაქარი, გადაიტანეთ ცომზე და მოასწორეთ.
გააბრტყელეთ დარჩენილი ცომი და დააფარეთ ზემოდან გულსართს, ზემოდან გადმოკეცეთ ქვედა ფენის კიდეები.
ღვეზელის ცენტრში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება, რათა ორთქლი გამოვიდეს.
შედგით ღვეზელი 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 1 საათი, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.


ტეგები:
ბისკვიტი მოცვი ნანახია: 2882