მომზადება:მარგარინი დაკეპეთ დანით, დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვირებელი, ხელით კარგად ასრისეთ. დაუმატეთ კეფირი.ხელით ნაზად მოზილეთ ცომი და გააკეთეთ 3 გუნდა. შედგით აცივარში 1 საათით.ხაჭო გაქენით შაქართან და ვანილთან ერთად. ათქვიფეთ კვერცხის ცილა ბეზეს მასის მიღებამდე და დაუამტეთ ხაჭოს მასას.გააბრტყელეთ ცომის ერთი გუნდა 3 მმ სისქის სწორკუთხედად. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს მასა, დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღლადი, გადაიტანეთ ხაჭოს ნამცხვრები, წაუსვით კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსზე. აცხვეთ 30-35 წუთი.